სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 სკანდალი, რომელიც გვარწმუნებს, რომ „ნესტლესა“ და "Kit Kat"-ს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ

კომპანია „ნესტლე“ თავისი პროდუქციით მთელს მსოფლიოშია ცნობილი, თუმცა მის ტკბილეულს საკმაოდ „ბნელი“ ფონი აქვს. არსებობის მანძილზე კომპანია არაერთხელ გახვეულა საერთაშორისო სკანდალში.

1. ფორმულა ბავშვებისთვის

მაღალშემოსავლიანი კომპანიის ყველაზე სამარცხვინო და გახმაურებული სკანდალი ჩვილთა კვების ფორმულას უკავშირდება.


1970-იან წლებში საზოგადოების უზარმაზარი ყურადღება მიიქცია მასობრივმა ბოიკოტმა, რომელიც კომპანია „ნესტლეს“ გამოუცხადეს.


კრიტიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ კომპანია ითრევდა ახალგამომცხვარ დედებს ძვირადღირებული კვების ფორმულის გამოყენებაში. ამისთვის ის იყენებდა შეცდომაში შემყვან სარეკლამო კამპანიას.

მედდის ფორმაში ჩაცმული „ნესტლეს“ წარმომადგენლები გადასცემდნენ დედებს ფორმულის უფასო ეგზემპლარებითა და ჩვილისთვის გამოსადეგი სხვა ნივთებით სავსე ჩანთებს.

ერთ-ერთმა დედამ, რომელიც შვილს ძუძუთი კვებავდა, დაიწყო შვილის ძუძუთი კვებისაგან გადაჩვევა და გადავიდა „ნესტლეს“ ფორმულაზე, შემდეგ აღმოაჩინა, რომ მას უკვე აღარ შეეძლო ბავშვის სხვა საკვებზე შეჩვევა და იძულებული იყო გაეგრძელებინა ამ ძვირიანი პროდუქტის შეძენა ან გაეწია რისკი საკუთარი შვილის ჯანმრთელობის სანაცვლოდ.

ძუძუთი კვების მომხრე აქტივისტები ამტკიცებდნენ რომ დედის რძის არასაკმარისი რაოდენობით მიღება ზრდიდა ჩვილის დაავადების შანსებს, დედის რძე შეიცავს ისეთ ანტი-სხეულებსა და უნიკალურ ფორმულებს, რომლებიც აუცილებელია ჩვილის განვითარებისთვის, ცუდად შემუშავებულ ფორმულას კი შეეძლო გამოწვია ჯანმრთელობის პრობლემები.

აქტივისტებმა დაიწყეს საერთაშორისო ბოიკოტი, ის გრძელდებოდა 1984 წლამდე, მაშინ „ნესტლე“ დათანხმდა პრაქტიკის რეფორმაზე, თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა საკუთარი დაპირებები და დაპირისპირება გაგრძელდა.

მოძრაობა „Baby Milk Action”-მა, რომელიც იყო ბოიკოტის მთავარი ორგანიზატორი შესთავაზა ნესტლეს ოთხსაფეხურიანი მოქმედების გეგმა, მაგრამ კომპანია მათ არ გამოხმაურებია.

2. ბავშვთა მონობა

შოკოლადის მწარმოებელი სხვა კომპანიების მსგავსად, „ნესტლესაც“ ადანაშაულებენ, რომ ის იყენებს ბავშვთა შრომას კაკაოს პლანტაციებში.

ბავშვთა მონობა მნიშვნელოვნად წევს დაბლა შოკოლადის წარმოების ფასს და „ნესტლეს“ მსგავს კომპანიებს ურჩევნიათ მოახდინონ მონობის იგნორირება თავიანი წარმოების ჯაჭვში.

2014 წელს სააპელაციო სასამართლომ მიიღო საქმე „ნესტლეს“ წინააღმდეგ. კომპანიას უჩვივიან ბავშვთა მონობის მხარდაჭერის გამო. ის არ აკონტროლებს მუშაობის პირობებს იმ ფერმებში, საიდანაც პროდუქციას იძენს.

2012 წელს კი „სამართლიანი შრომის ასოციაციამ“ დაადანაშაულა „ნესტლე“ შრომის კანონმდებლობის დარღვევაში.

3. გაერთიანების მარცხი

კომპანიის დამოკიდებულება შრომის პირობებისადმი, განსაკუთრებით კი, განვითარებად ქვეყნებში ხშირად ხდება შრომის ორგანიზაციების განხილვის საგანი.

თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ პირობების გაპროტესტებას, არიან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლები, მათ ასევე ხშირად ათავისუფლებენ. ინდოეთში, მაგალითად, „ნესტლემ“ მოიგო სასამართლო პროცესი და აკრძალა შრომითი კომკავშირის შექმნა მათ ბაზაზე.

თუმცა, თანაშრომლებმა ბრძოლა განაგრძეს და საქმე საბოლოოდ მოიგეს, მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა კომპანიამ სცადა შრომის ბაზრის საკუთარი ინტერესებისთვის მორგება.

„ნესტლე“, ისევე,როგორც სხვა მულტინაციონალური კომპანიები, ცდილობს იმ ქვეყნებში მუშაობას, სადაც შრომის კანონდებლობა დაბალ დონეზეა მოწესრიგებული. ეს კომპანიას შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს მკაცრი კონტროლი.

მისი ქარხნები მდებარეობს კოლუმბიაში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში. რაც შეეხება, აშშ შტატებს, აქ ნესტლე თავს არიდებს აგრესიულ ხელმძღვანელობას, რადგან თანამშრომლები სარგებლობენ უფლებების დაცვის უფრო ეფექტიანი საშუალებებით.

4. პალმის ზეთი ყველასთვის ცნობილი შოკოლადის „კიტ-კეტის“ დასამზადებლად

„ნესტლე“ იყენებს პალმის ზეთს, რომელსაც იმ კომპანიებისაგან ყიდულობს, რომლებიც ინდონეზიის ტროპიკულ ტყეებს აბიძნურებენ. ეს კომპანიები ადგილობრივ მოსახლეობას საარსებო წყაროს უსპობენ, მათი მოქმედებები კი ტყეებში მცხოვრებ ორანგუტანგებს გადაშენებით ემუქრება.

ჩვენ ყველა ვიმსახურებთ შესვენებას, როგორც ეს შოკოლადის სლოგანშია (Have a break, Have a Kit-Kat) მაგრამ ეს შესვენება არ უნდა უწყობდეს ხელს ინდონეზიაში ძვირფასი ტყეების განადგურებას - ნათქვამია გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიაცია „გრინფისის“ მიმართვაში „ნესლტეს“ მიმართ.

ორგანიზაცია მოუწოდებს „ნესტლეს“ შეწყვიტოს პალმის ზეთის ყიდვა, რაც ტროპიკულ ტყეებს ანადგურებს.

5.წყლის ექსპლუატაცია

„ნესტლე“ ფლობს სან ბერნადოს ნაციონალური ტყის მახლობლად არსებული წყლის მარაგის გამოყენების გრძელვადიან უფლებას.

ეს შეთანხმება 1988 წლის შემდეგ არ განახლებულა, თუმცა დღესდღეობით მისი ეკოლოგიური ეფექტი ძალიან მძიმეა.

„ნესტლეს“ ბოლო, თუმცა, არა უკანასკნელი, „მსხვერპლი“ კალიფორნიის შტატი გახდა, სადაც მძიმე გვალვის მიუხედავად კომპანია აგრძელებს წყლის ბოთლებში ჩამოსხმასა და დაფასოებას.

ეს კი საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს გარემოს.

იხილეთ წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100