სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯასთინ თიმბერლეიქმა აღიარა, რომ ის და მისი მეუღლე ერთმანეთს ღალატობდნენ

სულ ცოტა ხნის წინ მომღერალმა ჯასთინ თიმბერლეიქმა დაწერა წიგნი "Hindsight & All the Things I Can not See in Front of Me" (ყველაფერი ის, რაც ჩემს წინ იყო და ვერ ვხედავდი). ყვითელი პრესის ცნობით, ამ წიგნში თავმოყრილია ყველა ინტიმური დეტალი, რაც მომღერალსა და მის მეუღლეს, ჯესიკა ბილს შეეხებათ.

ჯასტინი და ჯესიკა ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილად ითვლება ჰოლივუდში. მათ არ ერიდებათ ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გამოხატვის, თუმცა თავიანთ გრძნობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობენ. სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ურთიერთობის დასაწყისში ისინი ერთმანეთს ღალატობდნენ.
"ჩვენ თავიდან სხვა ადამიანებს ვხვდებოდით, რათა თავები დაგვეცვა მოსალოდნელი სიახლოვისა და ტკივილისაგან, რომელიც შეიძლებოდა ერთმანეთისთვის და საკუთარი თავისთვის მიგვეყენებინა. ჩვენი ურთიერთობა მალევე არ გადასულა სიყვარულში. ამ კავშირს სერიოზულად არ აღვიქვამდით, ამიტომ უფლებას ვაძლევდით ჩვენს თავებს, თავისუფლებით დავმტკბარიყავით" - განაცხადა თიმბერლეიქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100