კორონავირუსისგან სიკვდილი მტკივნეული აღმოჩნდა ჰოკეისტის ორსული მეუღლისთვის
კორონავირუსისგან სიკვდილი მტკივნეული აღმოჩნდა ორსული ჰოკეისტის მეუღლისთვის - ასეთი სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა სტატიას.
თავდაპირველად, ყველას ეგოონა, რომ მსახიობ ნასტია შუბსკაიას ჰოკეისტი ქმარი, ალექსანდრ ავეჩკინი გარდაეცვალა, თუმცა მალევე გაირკვა რომ რუს ვარსკვლავს 91 წლის ბაბუა მოუკვდა. მოხუცი კორონავირუსმა იმსხვერპლა.
"91 წლის განმავლობაში, მიუხედავად მისი დაკარგული მხედველობისა, ენერგიული და ჟან-ღონით სავსე იყო, წარმოუდგენელი ენერგია ჰქონდა. მინდოდა რომ მეორე შვილიშვილსაც მოსწრებოდა!" - წერს ანასტასია შუბსკაია.
შუბსკაია მალე ქმარს მეორე შვილს გაუჩენს.
შეგახსენებთ, რომ ნასტიას რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა დედა, ცნობილი მსახიობი ვერა გლაგოლევა. მისი დაღუპვა ძალიან მძიმედ გადაიტანა ჰოკეისტის მეუღლემ.
უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი