სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიყვარხარ ქართულად...

მე და შენ,მე და შენ,შენ და მე და კიდევ

ყველა ის სიტყვები რომლებიც არ თქმულა,

გათოშილ ოცნებებს ხელისგულს ჩავკიდებ

და ჩუმად გეტყვი რომ მიყვარხარ ქართულად.

მიყვარხარ უსიტყვოდ,სიტყვით თუ ყვირილით

მიწიდან ცამდე და ჩემიდან შენამდე

მიყვარხარ ჯერ რომ არ თენდება იმ დილით

უგრძნობი ტრფობისგან გულების ტკენამდე.

ტკენამდე სხეულის,ტანის და ტუჩების.

სისხძარღვთა სითეთრით გაყინულ ტანიდან,

ისე რომ ხეტიალ შეწყვიტავს ქუჩები

და მხოლოდ მე და შენ დავიწყებთ თავიდან

იმას რაც აქამდე არასდროს არ იყო

საჯაროდ ნათქვამი და არც კი ამბობდნენ,

ოდესმე შენში თუ კარები გაიღო

მე მხოლოდ კარების დარაჯად მამყოფე.

მაშინაც გეტყვი რომ მიყვარხარ ათასჯერ,

და ეხლა ეს გრძნობა ყველაზე მზარდია

მიყვარხარ და ეხლა სხვა ყველა დანარჩენს

არა აქვს აზრი თუ ვინ ხარ და რა გქვია...

უბრალოდ მიყვარხარ მარტივად,უსიტყვოდ

ყოველგვარ ვარდის და სანთლების გარეშე

ისე რომ ურცხვად და ყველაზე ურითმოდ

შევწყვიტო ეს შენი ბავშვური თარეში.

და ისევ მე და შენ,შენ და მე და კიდევ

ყველა ის სიტყვები რომლებიც არ თქმულა

გათოშილ ოცნებებს ხელის გულს ჩავკიდებ

და ჩუმად გეტყვი რო მიყვარხარ-ქართულად

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100