სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - მადლობა, რომ თავისუფლება გვაჩუქეთ

1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი გმირები რუსმა სამხედროებმა დახოცეს. ეს დღე საქართველოს ისტორიაში ეროვნული ტრაგედიის დღედ შევიდა.

მას შემდეგ 30 წელი გავიდა და ტკივილი, რომელიც მეზობელმა ქვეყანამ 9 აპრილის დილას მოგვაყენა, ჯერაც მოუშუშებელია. დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის იმედით იდგა მშვიდობიან აქციაზე. ამას გარდა, უამრავმა იქ მყოფმა ქიმიური ნივთიერების გაშვებით ინტოქსიკაცია მიიღო, ან რუსი სამხედროების მიერ ცემით დაიზიანა სხეულის სხვადასხვა ნაწილი.

სწორედ 9 აპრილმა ჩაუყარა საფუძველი, თავი დაეღწია საქართველოს საბჭოთა კავშირისგან, მოეპოვებინა დამოუკიდებლობა და სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო. მადლობა იმ გმირებს, რომლებიც სიკვდილს არ შეუშინდნენ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ პარლამენტის წინ აქციაზე დგომა რისკი იყო, თუმცა საკუთარ თავზე მეტად იმ ქვეყანაზე ფიქრობდნენ, რომელსაც რუსეთის კლანჭებისგან დახსნა სურდა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100