სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„Fitch Ratings“-მა „ლიბერთი ბანკს“ პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურზე შეუცვალა

„Fitch Ratings“-მა „ლიბერთი ბანკს“ პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურზე შეუცვალა

გლობალურმა სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“-მა „ლიბერთი ბანკის“ პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურზე შეცვალა. სააგენტოს განცხადებით პროგნოზის ცვლილება გამოწვეულია 2014 წლის ოქტომბერში საქართველოს სუვერენული პროგნოზის ცვლილებით სტაბილურიდან პოზიტიურზე. „ლიბერთი ბანკს“ 2010 წლიდან მოყოლებული აქვს „Fitch Ratings“-ის საკრედიტო რეიტინგი, რომელიც აქამდე ‘B’ სტაბილური პროგნოზით იყო. ბოლო ცვლილების შემდეგ კი ბანკის საკრედიტო რეიტინგი ‘B’ პოზიტიური პროგნოზით გახდა. სააგენტოს განცხადებით „ლიბერთი ბანკი“ ქვეყანაში მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას ასრულებს და მომავალში საქართველოს სუვერენული რეიტინგის ცვლილება შესაძლოა ბანკის რეიტინგის ცვლილებაშიც აისახოს.

„ბანკის პროგნოზის გაუმჯობესება გამოწვეულია „Fitch Ratings“-ის მიერ საქართველოს სუვერენული პროგნოზის გაუმჯობესებით. „Fitch Ratings“-ნაირი გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან საკრედიტო რეიტინგის ქონა ბანკის სანდოობასა და საიმედოობაზე მეტყველებს“, აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100