სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტმა ელჩების გამოწვევის თაობაზე მაია ფანჯიკიძის თხოვნა დააკმაყოფილა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ელჩების გამოწვევის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თხოვნა დააკმაყოფილა. გამოწვეულია ყველა ის ელჩი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნახსენები.

თუმცა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ ელჩების გამოწვევის თაობაზე ერთიანი დადგენილება არ არსებობს, ვინაიდან მათი როტაციის ვადები სხვადასხვა პერიოდში იწურება.

კერძოდ, ამ დროისთვის გამოწვეული არიან: თემურ იაკობაშვილი - აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ალექსანდრე ლომაია - გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; სალომე სამადაშვილი - ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი; მამუკა ჟღენტი - ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; გიორგი ბადრიძე - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; გაბრიელა ჰასბურგ-ლოტრინგენი - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ლევან მეტრეველი - ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; გიორგი ქერდიყოშვილი - ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; თეიმურაზ შარაშენიძე - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; დავით მუმლაძე - ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ზურაბ პატარაძე - თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; მამუკა გამყრელიძე - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
ამასთან, გამოწვეული არიან ის ელჩებიც, რომლებსაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა ეწურებათ 2013 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით. კერძოდ, გრიგოლ ქათამაძე - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; კონსტანტინე კორკელია - ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ნინო ნაკაშიძე - ჩეხეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ზვიად ჭუმბურიძე- უნგრეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; პაატა გაფრინდაშვილი - ავსტრიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100