სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა ზაზა გოროზიას ურჩია, „სამტრესტის“ ხელმძღვანელი დაითხოვოს

ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესახებაც ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ამ კუთხით „სამტრესტის“ მერ გაწეული სამუშაოებით. „რატომ უნდა ვიყოთ ვიღაც ონიშენკოს ნება-სურვილზე დამოკიდებული? სამტრესტის ხელმძღვანელს ძალიან ბევრი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ სიტუაცია გამოესწორებინა, მაგრამ ვერ ვეღირსეთ. და ეს კაცი, ბოლოს და ბოლოს, გაათავისუფლეთ სამსახურიდან. გამოაცხადეთ საერთაშორისო კონკურსი, იპოვეთ ადამიანი, ვინც იცის ენები, მიბაძეთ ქობალიას, რომელმაც კონკურსი გამოაცხადა, ეძება და ბოლოს „სკაიპით“ იპოვა სიდამონიძე, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს“, - მიმართა პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს, ზაზა გოროზიას. პრეზიდენტმა დაამატა, რომ ბაკურ კვეზერელმა ნაყოფიერად იმუშავა და ხაზი გაუსვა, რომ „მისი გამოცდილება ამ სფეროში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100