სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას იწვევს „მჯდომარე“ საოფისე სამსახური?

ეს სინდრომი ხასიათდება მუხლის სახსრის თანდათანობით დაზიანებით, ანთების განვითარებით, ტკივილით და შემდგომში პოტენციური ინვალიდობით.

მჯდომარე სამუშაო იწვევს ”საოფისე მუხლის სინდრომის” განვითარებას ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეისათვის საოფისე სამუშაოთი დაკავებულ ყოველი მეათე ადამიანს უვითარდება ე.წ. ”საოფისე მუხლის სინდრომი” - მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია მუდმივად ერთად ადგილზე ჯდომით. ამ ადამიანებში ასევე ხშირია სიმსუქნე და ჭარბი წონა.

ეს სინდრომი ხასიათდება მუხლის სახსრის თანდათანობით დაზიანებით, ანთების განვითარებით, ტკივილით და შემდგომში პოტენციური ინვალიდობით. მეცნიერების დასკვნით, ამ სინდრომს ჯერჯერობით არ ექცევა საკმარისი ყურადღება, თუმცა 2050 წლისათვის, მათი ვარაუდით, ეს დაავადება შეაწუხებს მჯდომარე სამუშაოთი დაკავებული ადამიანების უმრავლესობას, კერძოდ, ყოველ მეორე ადამიანს.

”საოფისე მუხლის სინდრომი - ნაკლებად შესწავლილი მოვლენაა, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ მისი მიზეზია სტატიკური დატვირთვა. მსგავსი ცვლილებები შეიძლება განუვითარდეთ სპორტსმენებს, რომლებიც ვარჯიშობენ ისეთ სპორტულ დისციპლინებში, რომლებიც ხტომასთანაა დაკავშირებული. თუმცა, ამ შემთხვევაში ცვლილებების მიზეზი დინამიური დატვირთვაა. სტატიკური დატვირთვა დინამიურის მსგავსად, იწვევს მუხლის სახსრის დაზიანებას. თავად ტერმინი გამოჩნდა 25 წლის წინ, როდესაც საოფისე სამუშაო პოპულარული გახდა კომპიუტერების დანერგვასთან ერთად”, განაცხადა კვლევის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამედიცინო ასოციაციის კონსულტანტ-ფიზიოთერაპევტმა რონამ ბანიმმა ((Ronan Banim).

”დღეისათვის უკვე ცნობილია, რომ 50 წლის ასაკისათვის 20-წლიანი საოფისე სამუშაოს შემდეგ სამიდან ორ ადამიანს აღმოაჩნდება სხვადასხვა ხარისხით გამოხატული აღნიშნული სინდრომი. იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტის მასობრივ მომხმარებელთა და საოფისე მუშაკთა უმრავლესობას ჯერჯერობით არ მიუღწევია ამ ასაკისათვის, დღეისათვის ჩვენ არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ხიფათის მასშტაბურობის შესახებ”, აღნიშნა მან.

წინასწარი სამედიცინო მონაცემებით, იმისათვის, რომ ოფისის თანამშრომელს განუვითარდეს აღნიშნული სინდრომი, საჭიროა 20 წლის განმავლობაში დაახლოებით ერთ პოზაში ჯდომა მინიმუმ 8 საათი დღეში (გათვალისწინებული იქნა გამოსასვლელი და შვებულების დღეებიც).

თუმცა, სიტუაცია კარდინალურად იცვლება, თუკი საქმე გვაქვს ერთდროულად სიმსუქნის არსებობასთანაც. მეცნიერების აზრით, ასეთ შემთხვევაში ამ სინდრომის განვითარებისათვის საკმარისია მხოლოდ 10 წელი. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე სტატისტიკის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ჭარბი წონა გააჩნია ოფისში დასაქმებული ადამიანების 30%-ს. ჭარბი წონა ორჯერ ზრდის დატვირთვას მუხლის სახსარზე. დაზიანების ვადები ასეთ შემთხვევაში სიმსუქნის ხარისხზეა დამოკიდებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100