სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა გახდა კახეთში ცოლ-ქმრის მკვლელობის მიზეზი, რომელსაც მათი მოზარდი შვილიც შეესწრო? - ახალი დეტალები

კახეთში, სოფელ კონდოლში მომხდარი მკვლელობის გარშემო ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ფერმა, რომელშიც ცოლ-ქმარი მოკლეს, ბიზნესმენ გიორგი სამხარაძეს ეკუთვნის.

არაოფიციალური ვერსიით, დამნაშავემ შუა ხნის ცოლ-ქმარი ფულის გამო მოკლა. ირკვევა, რომ საზარელ დანაშაულს 46 წლის გიორგი ჯიბიაშვილისა და 43 წლის მაკა ზურაბაშვილის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. ის თავდამსხმელმა გაკოჭა, წყვილი კი ჯერ მოწამლა, შემდეგ იარაღით დახოცა. ის სწორედ იმ თანხას ითხოვდა, რომელიც მოკლულ გიორგი ჯიბიაშვილს გუშინ ჩაერიცხა.

საზარელი მკვლელობა სოფელ კონდოლში გუშინ გვიან ღამით მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100