როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
29 ნოემბერს ქუთაისში უნალექო დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი დღე და +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, იწვიმებს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მესტიაში უმეტესად მზიანი დღე და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +16 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. გორში +18 გრადუსი და მზეა მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. გუდაურში ნაწილობრივ მზიანი დღე და +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მზიანი დღე იქნება, დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, სადაც დღისით +18, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც მზიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი
კომენტარი