სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის, გია თორთლაძის განცხადება

დღევანდელი დღე, ჩემი, და „საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვების დღეა. იმ ადამიანების გამარჯვების დღეა, ვინც, თანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში. ვისთვისაც, სახელმწიფოებრივი ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მომხვეჭელობა და კონიუნქტურა. ვისაც, ჰყოფნის გამბედაობა მაშინ სთქვას „არა“, როცა ყველა გაჰკივის „ჩავქოლოთ“. ვინც, მტკიცეა თავის გადაწყვეტილებებში.

და, მე მიხარია, რომ ისინი, ვინც მებრძოდა დაშვებული, თუ, აკრძალული ყველა ხერხით, მაშინ, როცა მე პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ სივრცედ არჩევნებს მივიჩნევდი, დღეს სწორედ ისინი იბრძვიან მანდატებისთვის. ეს, ჩემი, ჩემი პრინციპებისა და ჩვენი პარტიის დიდი გამარჯვებაა.

მაგრამ, ამასთან ერთად, მინდა გავამხნევო ჩვენი მომხრეები, რადგან, გონიერება და სამართლიანობა ყოველთვის ცოტაა ბუნებაში. „ცოტაა“, მაგრამ „დიდი ძალა“ აქვს. როგორც, ამ არჩევნებმაც დაადასტურა თანმიმდევრული პოლიტიკური ნაბიჯები განმსჭვალული სახელმწიფო ინტერესებით არ არის ეფექტური ელექტორატის მოსაზიდად. ისევე, როგორც, არ არის ეფექტური გააზრებული, მტკიცე ვალდებულებების წარმოდგენა მოსახლეობის წინაშე. გაცილებით „მომგებიანი“ ელექტორატის მოსაზიდად - უბრალოდ დაპირებებია, თუნდაც ზერელე. რა გაეწყობა, ყველას თავისი გზა აქვს.

დღევანდელი შედეგებით, თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ - ცოტანი ვართ. Dდა, ალბათ, ეს კანონზომიერიცაა, რადგან, ბევრი რომ ვყოფილიყავით ეს, ხომ საქართველო კი არა, კამელოტი იქნებოდა - სიმბოლო სამართლიანობისა და რაინდობისა.

2010 წლის 1 ივნისი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100