სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არ სჯერა ნიკა გვარამიას ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის?

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რუსთავი 2-ის დამფუძნებლის, ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

„ცხადია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობა ოქსიმორონია. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ის ჰიპერაქტიური იყო და უამრავი სამომავლო გეგმა ქონდა. უნიჭიერესი კაცი იყო და ღრმად ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო“ - წერს გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ რომ კიწმარიშვილი დღეს გარდაიცვალა, შსს თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100