"ჩვენი ამოცანაა, ავიცილოთ ფასების უსაფუძვლო მატება და არ გვქონდეს სურსათის მიწოდებაში წყვეტა"
ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ყველა იმ რგოლთან, რომელიც მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაშია ჩართული, -ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მსხვილი სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელებთან მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრმა ქვეყანაში სასურსათო მარაგებისა და ფასების რეგულაციის საკითხები კიდევ ერთხელ განიხილა.
„ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, ავიცილოთ ფასების უსაფუძვლო მატება და, მეორე მხრივ, არ გვქონდეს წყვეტა სურსათის მიწოდებაში. მონიტორინგი ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, რათა სიტუაცია იყოს მართული და მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ. განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, საქართველოს სავაჭრო ქსელების მომარაგების სისტემა სხვაგვარია. არანაირი წინაპირობა იმისა, რომ მომარაგებაში იყოს წყვეტა ან შეფერხება, არ გვაქვს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენთან შექმნილი სპეციალური შტაბი მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კომენტარი