24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დილა სამსახურის საქმეებს, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. შუადღიდან მეტი თავისუფლება გექნებათ. განმარტოების სურვილი გაგიჩნდებათ.
კურო
ნუ ხართ დამოკიდებული გარშემო მყოფების მოსაზრებებზე, გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა. დღის მეორე ნახევარში ავანტიურა და ორიგინალურობა მოგინდებათ. ეცადეთ, არ გაიფუჭოთ ურთიერთობა მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან.
ტყუპი
დილიდან რუტინული საქმეების მოგვარებას შეუდექით. ცვლილებებს დღის მეორე ნახევარში ელოდეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან და სასიყვარულო პარტნიორთან. პოზიტივით აივსებით მეგობრებთან ურთიერთობისას.
კირჩხიბი
დილას, გამოძინება მოგინდებათ, სიზარმაცე შემოგიტევთ. დღის მეორე ნახევარში დანიშნეთ საქმიანი შეხვედრა, მივლინება. მოერიდეთ გაურკვევლობას გარშემო მყოფებთან, ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას.
ლომი
განმარტოება, მშვიდ გარემოში დასვენება მოგინდებათ. დილითვე მოაგვარეთ საქმეები, რათა თავისუფალი დრო სურვილისამებრ გაატაროთ. შეიძლება შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდეთ.
ქალწული
მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. აზრთა სხვადასხვაობის გამო ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, საყვარელ ადამიანს ეჭვიანობით ნუ გააწამებთ.
სასწორი
ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ და რეალურად ვერ შეაფასოთ მოვლენები. თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მორიელი
დასვენება და სიმშვიდეში განმარტოება მოგინდებათ. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ ტყუილს, ილუზიებს. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ნუ ენდობით ტყუილ დაპირებებს.
მშვილდოსანი
დღეს სასურველი სტუმარი იქნებით ყველასთვის. მოერიდეთ ხასიათის უარყოფითი თვისებების დემონსტრირებას. ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში.
თხის რქა
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ერთგულ პარტნიორებთან მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან საქმეების დაწყებას. გაეცალეთ რთულ და ჩახლართულ სიტუაციებს.
მერწყული
დილა საოჯახო და სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. დღის მეორე ნახევარში მეტად უნდა გამოავლინოთ დიპლომატია ახლობლებთან მიმართებაში. გადაამოწმეთ ამბის ინფორმატორი, წყარო.
თევზები
ყურადღება გმართებთ სამსახურის საქმეების მიმართ. სიფრთხილე - იურიდიული დოკუმენტების შედგენისას. ნუ გადავარდებით ილუზიებში. მოერიდეთ საეჭვო პირებთან ურთიერთობას.
კომენტარი