სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ხალხს გამოუცხადეს, 60%-ზე ნაკლებს თუ აიღებს მარგველაშვილი, სამსახურებიდან წახვალთო“

პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე, "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აცხადებს რომ არჩევნები მოგებული აქვს. მისი თქმით წინასაარჩევბნო კამპანიის ჩასატარებლად არც ერთმა ბანკმა კრედიტი არ მისცა, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან" რაც შეხება დავით ბაქრაძ ბურჯანაძე აცხადებს რომ "დავით ბაქრაძე ახაც ვერ მოვა ჩემთან ''.

"მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში იყო ზეწოლის მცდელობა, მაინც აშკარაა, რომ ამას ცენტრალიზებული ხასიათი არა აქვს. ბევრად დაბალანსებულია მედიაც. უთანასწორობას ქმნის ის, რომ ჩვენი პარტია და მე ვართ ერთადერთი, რომლებიც არ ვიღებთ დაფინანსებას სახელმწიფოსგან. მთელი საარჩევნო კამპანია შემოწირულობებით ჩავატარეთ, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომელმაც კრედიტიც კი აიღო იმ უზარმაზარი ფინანსური რესურსის პარალელურად, რაც მას აქვს. ჩვენ კი არც ერთმა ბანკმა არ მოგვცა კრედიტი. ასევე ხელის შემშლელია ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ყველაფერი აუცილებლად პირველ ტურში დასრულდება და მათი კანდიდატი მაღალი მაჩვენებლით გაიმარჯვებს. ივანიშვილის პრესის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, მისი განცხადება, რომ მარგველაშვილმა აუცილებლად ხმების 60% უნდა მიიღოს, აღიქვეს როგორც დავალება და რამდენიმე რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა თათბირებზე ხალხს გამოუცხადეს, 60%-ზე ნაკლებს თუ აიღებს მარგველაშვილი, სამსახურებიდან წახვალთო. არ დამიშვეს დებატების იმ ნაწილში, რომელშიც მარგველაშვილი, ბაქრაძე, თარგამაძე და ხარატიშვილი იყვნენ და მჟავიასთან, ჯავახაძესა და დავითაშვილთან მიმიჩინეს ადგილი. თქვენ რა, ასეთ დებატებს სერიოზულად აღიქვამთ?! მარგველაშვილი არაერთხელ გამოვიწვიე დებატებში, ახლაც იმავეს ვთავაზობ, მაგრამ ეშინია. როგორ უნდა ელაპარაკოს მარგველაშვილი პუტინსა და ობამას, თუ მას ბურჯანაძესთან დებატებისა ეშინია? მე ვიცი, რომ არჩევნები მოგებული მაქვს. შევხვდი ასიათასობით მოქალაქეს და ვხედავ მათ განწყობას. გარწმუნებთ, მათ ხმებს დავიცავ და არავის ვურჩევ არჩევნების გაყალბებას. ჩვენ გვყავს უამრავი დამკვირვებელი. შესაბამისად, თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი შედეგი არჩევნების შედეგისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამას არ შევურიგდებით."- აცხადებს ბურჯანაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100