50 ათასი სანთელი დაავადებული ბავშვების საშობაო სურვილების ასახდენად
პორტუგალიაში, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით 50 ათასი სანთელი აანთეს და გინესის წიგნში დაფიქსირების სურვილიც გამოთქვეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია დაავადებული ბავშვების კუთხით საქმიანობს, უფრო კონკრეტულად კი, იმ ბავშვებზეა ორიენტირებული, რომლებიც ხანგრძლივად მიმდინარე, განუკურნებელი დაავადებებით არიან ავად.
საქველმოქმედო აქციის დროს თითო სანთელი 1 ევროდ გაიყიდა. შემოსავალი მთლიანად სპეციალურ ფონდში გადაირიცხა და დაავადებული ბავშვების საშობაო სურვილების ახდენას მოხმარდა.
კომენტარი