პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 3 პირი დააჯარიმა - რამდენით დაჯარიმდნენ მოქალაქეები და სად გადაიყვანეს ისისნი?
თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის სამართალდამცველებმა 3 პირი დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, პოლიციამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად მონიტორინგის შედეგად, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.
უწყების ინფორმაციით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
კომენტარი