სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მაფრთხილებენ რომ მზადდება პროვოკაცია ჩემ წინააღმდეგ...ხოდა რა მინდა ვთქვა..." - გიორგი კაპანაძე

"მაფრთხილებენ რომ მზადდება პროვოკაცია ჩემ წინააღმდეგ...ხოდა რა მინდა ვთქვა..." - "ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:


" შეიძლება ცოტა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ პირადად უნდა იცოდეს იმ ბოროტმა ოლიგარქმა რომ რაც არ უნდა მოხდეს უკან არ დავიხევ არც ერთი ნაბიჯით.

მშობლები არ მყავს და მათ თავს ვფიცავარ რომ არ არსებობს ძალა და გარემოება, რომელიც მაიძულებს უკან დახევასა და სვავის რეჟიმთან მწვავე ბრძოლაზე უარის თქმას.

თუნდაც ეს თავისუფლების კი არა, სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.

ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე.

მალე ამ დიდ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ - საქართველოსთვის". - წერს გიორგი კაპანაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100