ლიკა კიკიანის ცემის ფაქტი რიგითმა გამვლელმა მობილურით გადაიღო
ლიკა კოკიანის საქმემ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, თუმცა სიმართლე ამ დრომდე არ არის ზუსტად დადგენილი. გოგონა ირწმუნება, რომ 6 ივლისის ღამეს ის კუს ტბის ფასიან ავტოსადგომზე 20-მდე პოლიციელმა სცემა.
შსს ცემის ფაქტს უარყოფს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსებობს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია წერს.
„კუს ტბაზე ვიყავი გუშინ. ვნახე ნაცნობი, ამბობს რომ თავისი თვალით ნახა ვიდეო, რომელიც მისი თქმით, მის მეგობარს ჩუმად აქვს გადაღებული - ანუ ვიდეო თუ როგორ ცემენ კიკიანს. დავარეკინე მასთან (მეგობართან), ვეხვეწეთ კადრები მოეცა, მაგრამ ვერაფრით დავითახმეთ. "წავშალეო" მოგვახსენა“ - ნათქვამია ბუკიას ფეისბუქ სტატუსში.
კომენტარი