სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი: "ხვალ აპირებენ ქუთაისის, როგორც ქალაქის დაკვლას"

ეს აეროპორტი არის სიმბოლო აღმშენებლობის ეპოქისა, რომელიც შეცვალა ნგრევის ეპოქამ“,-ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტში გააკეთა.

პრეზიდენტმა ქუთაისის აეროპორტის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის პროექტის ავტორების და არქიტექტორები დაჯილდოვა. გიორგი კარბელაშვილს და ჰოლანდიელ არქიტექტორს ფრანს ვანდურესს მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენები გადასცა, ხოლო პროექტში მონაწილე კიდევ 9 პირს ღირსების ორდენები გადაეცათ. მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმ პროექტებზეც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა და განხორციელდა და განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ნგრევის ეპოქა დაიწყო.

„ვამაყობ ამ აეროპორტით და იმ ხალხით, რომელმაც ეს გააკეთა. ეს აეროპორტი ჩვენ დროზე მოვასწარით იმიტომ, რომ ეს აეროპორტი არის პროდუქტი აღმშენებლობის ეპოქის, რომელიც შეცვალა ნგრევის ეპოქამ. ხვალ აპირებენ ქუთაისის, როგორც ქალაქის დაკვლას. როგორც გააჩერეს ახალი თბილისის პროექტი , გააჩერეს ლაზიკა, გააჩერეს ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ხვალინდელი კენჭისყრით კი აპირებენ პარლამენტის გადატანას თბილისში“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100