კასპაროვი: პუტინი ბრეჟნევს ჰგავს, სანამ არ მოკვდება, არ წავა...
რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი, რუსთავი 2-თან ინტერვიუში სარკოზის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და სამი წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს, როდესაც მისი დამსახურებით რუსული აგრესიის შეჩერება მოხერხდა.
“ყველას გვახსოვს 2008 წელი, როცა სარკოზი გამოვიდა შუამავლის როლში, მან გარკვეული შედეგის მიღწევაც შეძლო, მართალია, დასავლეთმა შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა, როცა რუსეთმა უარი თქვა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ დასავლეთი შეწყვეტს მოთმინებით დამოკიდებულებას რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ,”- განაცხადა კასპაროვმა.
რაც შეეხება რუსეთში მიმდინარე პროცესებს, ოპოზიციური ლიდერის შეფასებით, რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და მომავალი არჩევნები ფარსია და მას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს რუსულმა საზოგადოებამ.
“პუტინი ბრეჟნევს ჰგავს, მას გარდაცვალების გარეშე ვერ წარმოუდგენია თანამდებობიდან წასვლა. რუსეთში საზოგადოებას კარგად ესმის, რომ პუტინის ულიმიტო მმართველობა ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს,”- განაცხადა კასპაროვმა.
კომენტარი