13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ვალდებულებები ისე გადაანაწილეთ, რომ ახლობლების შეუსრულებელი საქმეების გამო თქვენ არ დაზარალდეთ. საყვარელი ადამიანი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
კურო
პოზიტიური მომენტებით აღსავსე დღე გელით. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი
სიურპრიზებითა და სასიამოვნო ამბებით მდიდარი დღე გელით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. მოერიდეთ ურთიერთობას მოშურნეებთან.
კირჩხიბი
ნუ ხართ ზედმეტად მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ. შეცდომის დაშვების უფლება ყველას აქვს. ზოგიერთი ახალ მეგობარს, სასიყვარულო პარტნიორს გაიჩენს.
ლომი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იყავით მეტად პოზიტიური, ღიმილიანი და მზად მხიარული თავგადასავლისთვის.
ქალწული
ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი მოისმინეთ. განსაკუთრებით, როცა ჭკვიან და გამოცდილ ადამიანებს ხვდებით. საღამოს დაგეგმეთ საყიდლები.
სასწორი
საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო დასვენებისა და ოცნებისთვის. საღამოს საყვარელი ადამიანი ავანტიურაში აიყოლიეთ.
მორიელი
კარგი დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. იდეების განსახორციელებლად დაიხმარეთ გავლენიანი ახლობლები. პირად ურთიერთობებში სიმშვიდე დაისადგურებს.
მშვილდოსანი
თითოეული ნაბიჯი გაიაზრეთ, დღეს მეტად ხართ ავანტიურისა და თავგადასავლის ხასიათზე და არ დაზარალდეთ. დააფასეთ ახლობლების მზრუნველობა.
თხის რქა
ცვლილებების დღეა. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და ეცადეთ, წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოთ. საღამოს საოჯახო საქმეები შეასრულეთ.
მერწყული
მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. საქმიანი და მნიშვნელოვანი შეხვედრებით მდიდარი დღე გელით. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.
თევზები
სამსახურის საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო და ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან. საღამოს მოიწყვეთ შოპინგი.
კომენტარი