სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო პერიოდში საქართველოში სამი ახალშობილი ერთნაირი დეფექტით დაიბადა

ბოლო პერიოდში საქართველოში სამი ახალშობილი ერთნაირი დეფექტით დაიბადა. მიზეზი დედების მიერ ფეხმძიმობის პერიოდში მიღებული პრეპარატია.

სამივე ბავშვს აღენიშნებოდა ყურის ნიჟარების დეფექტი, თავის ქალაზე კანის მთლიანობის დარღვევა, ჩიტისმაგვარი სახე თვალის ორბიტების დაზიანებით, მოკლე ნიკაპით, ნევროლოგიური ცვლილებებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და ხელისა და ფეხის თითების დეფექტები.

როგორც გაირკვა ახალშობილთა დედებმა ფეხმძიმობის პერიოდში ნაყოფის მოშორების მიზნით ძლიერმოქმედი ონკოლოგიური პრეპარატი "მეტოტრექსატი" დალიეს. ეს წამალი განსაკუთრებით ძლიერმოქმედია, რის გამოც საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენების შემდეგაც კი ექიმები 5 თვის განმავლობაში პაციენტებს დაფეხმძიმებას უკრძალავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100