სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში, ქართულ ენაზე შესრულებული მემორიალი - ქართველი გმირები სხვა ეროვნების გმირებთან ერთად და პროექტის ქართველი ავტორი

უკრაინაში, ქალაქ სუმში ახალი მემორიალი გაიხსნა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.

ეს ამბავი ფრიად საინტერესოა იმით, რომ მემორიალზე ქართველი გმირების სახლებიცაა განთავსებული, თანაც ქართულ ენაზე. ამას ისიც ემატება, რომ მემორიალის ერთ-ერთი ავტორი ქართველი გიორგი წერეთელია, რომელიც უკრაინაში უკვე წლებია მსგავს საქმიანობას წარმატებით ეწევა.

დღეს ბევრმა უკრაინულმა გამოცემამ თუ ტელეარხმა გააშუქა ეს ინტერნაციონალური ამბავი. ღონისძიებას უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ებრაელები, პოლონელები და ქართველები ესწრებოდნენ, ასევე იყვნენ მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებიც, რომლებმა მემორიალი აკურთხეს.

მემორიალზე განთავსებულია ყველა იმ გმირის სახელი და გვარი, რომლებიც ნაცისტების საპყრობილეში დაიღუპნენ ან უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ მათთან შებრძოლებისას. ეს სახელები ამოტვიფრულია უკრაინულ, პოლონურ, ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ებრაულ ენებზე იმის მანიშნებლად, რომ სხვა ერების მიმართ უპატივცემულობა ანადგურებს ყველასა და ყველაფერს.

როგორც მემორიალის ავტორები ვლადიმერ ბიკოვი და გიორგი წერეთელი აცხადებენ, მსგავსი მემორიალური კომპლექსი ძალიან განსხვავებულია და მისი ანალოგი არსად არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100