როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 ივლისს ქუთაისში წვიმიანი დღე და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. მოსლოდნელია წვიმა. მესტიაში იწვიმებს, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, აქაც ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს. +29 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. გორში წვიმა და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. უხვი ნალექია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. იწვიმებს ლაგოდეხშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში იწვიმებს. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე და +31 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. რუსთავში უმეტესად ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. გრძელვადიანი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება 2021 წლის ზაფხულის სეზონი საქართველოში, ნახეთ ამ ბმულზე
კომენტარი