სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

38 წელი ბანაობის გარეშე (ვიდეო)

66 წლის კალიაშ სინგი, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა, 38 წელიწადია ბანაობის გარეშე ცხოვრობს. ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ იმ ადმაიანებზე გაცილებით ბედნიერად გრძნობს თავს, რომლებიც ყოველდღიურად იბანენ და იცავენ ელემენტარული ჰიგიენის ნორმებს.

კალიაში ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მან 1974 წელს, დაქორწინებისთანავე მიიღო. იგი თვლიდა, რომ მსგავსი ქმედებით მას პირველი შვილი ვაჟი შეეძინებოდა. ერთმა სასულიერო პირმა მას ეს „ჭუჭყიანი“ მეთოდი ურჩია და კალიაშმაც უკან არ დაიხია. 38 წლის შემდეგ კი შეგვიძია ეს ინდოელი მსოფლიოს ყველაზე ჭუჭყიან ადამიანად ჩავთვალოთ.

კალიაშის თმებისა და წვერის სიგრძე 182 სანტიმეტრია. სამწუხაროდ, ეს მეთოდი წარუმატებელი აღმოჩნდა, მამაკაცს მხოლოდ გოგონები შეეძინა, მაგრამ ვაჟის შეძენის იმედს იგი დღემდე არ კარგავს.

კალიაში გარდაცვალებამდე არ აპირებს განწმენდას და იგი საკუთარი სუნითა და სექსუალური ურთიერთობით ვაჟის მოლოდინში, დღემდე ტანჯავს 60 წლის მეუღლეს.

კალიაშ სინგი და მისი ოჯახი ქალაქ ვარანასის სიახლოვეს ცხოვრობენ, იქ სადაც საშუალო ტემპერატურა 47 გრადუსს უჩვენებს. სინგის მეუღლეს დიდი დრო დასჭირდა, რათა ქმრის „სურნელებას“ შეგუებოდა. „ჭუჭყიანია“ ინდოელი კი მეუღლეს ეუბნებოდა, რომ მას ბანაობას სიკვდილი ერჩივნა.

კალიაში ჰიგიენის ნორმებს საკუთარი მეთოდებით იცავს. ყოველ საღამოს იგი „ცეცხლის აბაზანებს“ იღებს. ეწევა მარეხუანას და ცეკვავს ცეცხლის გარშემო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100