სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მიხეილ კალანდიას ნაწილში არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, რომ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები“ - შს მინისტრი ხორავა ქუჩის საქმეზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში არის დაკავებები და შსს უფრო მეტ პერსპექტივას ხედავს:

„რაც შეეხება მ.კ.-ს ნაწილს - სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ყველაზე მარტივი შედეგი რაც იქნებოდა ჩვენთვის, იქნებოდა, რომ თქვენსავით ბატონებო, გვეთქვა, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი მ.კ.-ზე დევნის დაწყების, მაშინ, როდესაც შესაბამისი სტანდარტი არ არსებობს, მარტივი რამ გააკეთეთ, აირჩიეთ სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი და ჩათვალეთ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მაღალი განცხადება, თქვენ დისკრედიტაცია მოახდინეთ იმ ინსტიტუტის, რომელსაც ჰქვია დროებითი საგამოძიებო კომისია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქსიმალუდა დეტალურად ვსწავლობთ და ვაგრძელებთ იმ კომპონენტის გამოყოფას რომელსაც კალანდიას ფუნქცია ჰქვია. ამ საქმის ფარგლებში, რამდენიმე ადამიანია დაკავებული და მეტ პერსპექტივებს ვხედავ, პოლიტიკურ სპეკულირებას ადამიანების დაკავებით, ბრალეულობით და იმ ტრაგიკული შედეგით რაც იყო, არ ვაპირებ“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გახარიამ ეკა ბესელიას კითხვაზე, საგამოძიებო კომისიასთან დაკავშრებით განაცხადა:

„ის რეკომენდაციები, რომლებიც იყო ჩვენთვის გამოცემული, დეტალურად შევისწავლეთ, ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ეს არის სამოხელეო ნაწილი და გამოძიება უნდა დაიწყოს, რაც შეეხება მიხეილ კალანადიას ნაწილს ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას და დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა ვმუშაობთ ძალიან აქტიურად“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100