სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არის თანამედროვე ქალი ძლიერი?

უძველესი დროიდან მიჩნეულია, რომ მამაკაცები ძლიერ სქესს მიეკუთვნებიან, ქალები კი სუსტს. მაგრამ დრო გადის და თანამედროვე საზოგადოებამ აღნიშნულ შეხედულებაში გარკვეული კორექტივები შეიტანა. დღეს, ქალური ძალა როგორც მორალური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით, მამაკაცისას არაფრით ჩამორჩება.

დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ქალმა ოჯახს უნდა მიხედოს, გააჩინოს და აღზარდოს შვილები, მამაკაცი კი შემომტანი და ოჯახის უზრუნველმყოფელია. და რა ხდება დღეს? თანამედროვე ქალს ყველაფერი შეუძლია, ბავშვის გაჩენასაც აღარ სჭირდება კაცის დახმარება...

კაცები თუ ფიქრობენ, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს, იფუსფუსოს სამზარეულოში და ბავშვების აღზრდა–განათლებით იყოს დაკავებული, ეს უკანასკნელი თვლის, რომ ამგვარად საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ვერ ახდენს.

თანამედროვე ქალი ნაკლებად საჭიროებს მამაკაცის თანადგომას. ყველანაირად მზად არის კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ სფეროში.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცებს აღიზიანებთ, როდესაც მეორე ნახევარს მათზე უკეთესი კარიერა აქვს. ამ „მიზეზით“ ძალიან ბევრი წყვილი დაშორებულა.

აი, რატომ უყვართ კაცებს სუსტი ქალები. მათ გვერდზე თავს ძლიერებად გრძნობენ. მამაკაცის თვითშეფასება მკვეთრად იზრდება, როდესაც გვერდზე სუსტი არსება ჰყავს და მასზე ძალაუფლებას გრძნობს.

მაგრამ ფაქტია, ქალის „გაძლიერებაში“ კაცებს მიგიძღვით წვლილი. ავიღოთ მაგალითი: ქალი ქმარს დახვედრას სთხოვს, როდესაც ღამდება. ეს უკანასკნელი კი ამის თავიდან ასაცილებლად რას აღარ იგონებს, ხან ტელევიზორს უყურებს, ხანაც დაღლილია და გარეთ გასვლა არ უნდა. შედეგი – ქალი იძულებული ხდება საკუთარ თავში იპოვოს ძალა, შემდეგ ჯერზე კაცს დახმარებას აღარ სთხოვს!

ყველა ადამიანს აქვს თვითრეალიზაციის უფლება. ის ქალები კი, რომლებიც ძლიერები ჩანან, სახლში მისვლისას რკინის ნიღაბს იხსნიან და უბრალოდ სურთ იცოდნენ, რომ საყვარელი მამაკაცი მუდამ მზად არის მათ დასაცავად.

წყარო: http://presa.ge/new/?m=yellow&AID=17420

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100