"გინდ პათეტიკად ჩათვალეთ, გინდ პოზად და გინდ - კარალიოკად, ეს ყველაფერი მე მაინც უნდა დამეწერა" - თორნიკე ნაროზაული
"გინდ პათეტიკად ჩათვალეთ, გინდ პოზად და გინდ - კარალიოკად, ეს ყველაფერი მე მაინც უნდა დამეწერა..." თანამედროვე პოეტი თორნიკე ნაროზაული თავის ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
"შეიძლება ბევრი არაფერი, მაგრამ ერთი რამ ნაღდად ვიცი - ჩემს საყვარელ ადამიანებს თავი დავამახსოვრე, ამ მოკლე ხანში.
მეტი არც არაფერი მაინტერესებდა, არც მაინტერესებს და არც დამაინტერესებს.
არანაირი მაშტაბის პოპულარობა არაა მნიშვნელოვანი ჩემთვის.
პირიქით, ვინც მიცნობს ბავშვობიდან, იცის, რომ ყოველთვის ხალხისგან შორს ყოფნა მინდოდა.
ყოველთვის, როცა თვალებს ვხუჭავდი და მარტო ვრჩებოდი ჩემს ოცნებებთან, ვხედავდი - ცარიელ სივრცეს, ხის პატარა ქოხს და საკუთარ თავს ქოხის გვერდით მჯდომს.
მიყვარს ადამიანები. მიყვარს ადამიანებთან ყოფნა.
მათი სიცილისა და სიხარულის თვალთვალი მიყვარს.
ტკივილისა და ცრემლების გაზიარება.
მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ ცხოვრებისთვის არ გამოვდგები.
დროში ავირიე. აშკარად სხვაგან და სხვა დროს უნდა მოვმხდარიყავი. მაშინ უფრო ბუნებრივი იქნებოდა ყველაფერი.
.
არ მეშინია, რომ დღეს თვალებს დავხუჭავ და ხვალ ვეღარ გავახელ.
მე მხოლოდ იმაზე ვწუხვარ და ის მაშინებს, რომ შეიძლება სადმე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემს მიმართ, სიყვარულის ნაცვლად, შურს, ბოღმას ან სიძულვილს გრძნობდნენ.
უფრო კი ის მადარდებს, რომ შეიძლება ამ ყველაფერს ვიმსახურებდე.
მე არასოდეს ვყოფილვარ კარგი ადამიანი. საერთოდ ადამიანი თუ ვიყავი როდისმე ეგაც არ ვიცი, მაგრამ ისეთი გული მაქვს, ყოველთვის მანახებს საკუთარ თავსა და შეცდომებს, იქამდე არ ისევნებს, სანამ მათ ვაღიარებ და გამოვასწორებ.
ვიცი, ვიცი, რომ უამრავი ადამიანის წინაშე ვარ დამნაშავე.
პირველრიგში კი ჩემი ღმერთის წინაშე.
ვიცი, რომ ხვალაც იგივეს გავაგრძელებ.
მაგრამ ...
რავიცი აბა...
იქნებ, როგორმე ოდნავ მაინც გაინელოთ წყენა ჩემს მიმართ.
და მერე მეც ვცდი ჩემს თავს ვაპატიო.
უკვე რამდენიმე კვირაა ყოველღამ კოშმარებს ვხედავ, ალბათ ხასიათზეც მოქმედებს ეს ყველაფერი - ეს "პოსტიც" ამ ხასიათის ამბავია.
არასოდეს მდომებია განზრახ გამენაწყენა ვინმე ან მტრად მოვკიდებოდი, პირიქით, დღემდე ვნანობ იმ ჩადენილ საქმეებს, რომელთა ჩადენაც მაიძულეს.
როგორც იმ ლექსში ვამბობ :
"მე ყველგან სიყვარულს ვეძებდი,
მტრად თვითონ მაქციეს მტრებმა."
ასე რომ, მე ყველას ყველაფერი გაპატიეთ და თუ იგივეს ვერ შეძლებთ - ამასაც გაგიგებთ.
გინდ პათეტიკად ჩათვალეთ, გინდ პოზად და გინდ - კარალიოკად, ეს ყველაფერი მე მაინც უნდა დამეწერა." - წერს თორნიკე ნაროზაული.
კომენტარი