სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ექსტრემი და სიყვარული წყლის ქვეშ"- ბექა ბროლაძის ახალი კლიპი

ბექა ბროლაძე თაყვანისმცემლების წინაშე ახალი კლიპით წარსდგა - მომღერლის კლიპის ეზენტაცია კარაოკე მუშთაიდში“ გაიმართა და წარმატებით ჩაიარა. საღამოს ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა. ვიდეოს შინაარსმა და ულამაზესად წარმოჩენილმა ეროტიული სცენებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

სიმღერის ჟანრი და ტექსტი ნამდვილად განსხვავებულია ქართულ შოუბიზნესში დამკვიდრებული ფორმატისგან და მაყურებელი ნამდვილად ისიამოვნებს.

პრეზენტაციის შემდეგ ბექამ დიდი მადლობა გადაუხადა მთელ შემოქმედებით გუნდს:

დიდი მადლობა სიმღერის ავტორებს , მაიკო კაჭკაჭიშვილს & აჩი ვანიშვილს( ძვალი) დიდი მადლობა კობა მესხიას -მასტერინგისთვის, ძალიან ნიჭიერ, ჩემს მეგობარს და კლიპის რეჟისორს თათა მეტივიშვილს, რომელმაც მთელი სული და გული ჩადო ამ ნამუშევარში, დიზაინერ მარიშას - რომელმაც სასწაული სამოსი შექმნა, ოპერატორს -სალომე საღარაძეს, მონტაჟი -თამუნა ტაბატაძეს, მსახიობებს მარიამ მჭედლიშვილს და თაკა ქუნთელიას , უფიდესი მადლობა კომპანია " ახალ ნათებას " და ყველა იმ ადამიანს,რომლები ამ პროექტის ფარგლებში გვერდში მედგა, ყველა ინტერნეტ პორტალს და ჟურნალს რომლებიც აქტიურად გააშუქეთ ჩემი წარმატება, კლიპის პრეზენტაციისთვის ვერანდა მუშთაიდს - მამულიჩას და თამუნა მუსერიძეს, ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით“- განაცხადა მომღერალმა.

დრონი.ჯი კლიპის სრულ ვიდეოს გთავაზობთ. ისიამოვნეთ და დატკბით მომღერლის ახალი ნამუშევრით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100