სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიუ–იორკშო „The beatles”–ების მიერ აშშ–ში ჩატარებული პირველი კონცერტის სურათები გაიყიდა

„The beatles”–ების 50 სურათი, Christie's აუქციონზე, 362 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. სურათები ფოტოგრაფმა, მაიკლ მიტჩელმა გადაიღო, 1964 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯგუფის პირველი კონცერტის ფარგლებში. აღნიშნული კონცერტი, ვაშინგტონში 1964 წლის 11 თებერვალს შედგა. იმ დროისათვის, მიტჩელი 18 წლის იყო. აუქციონზე თითოეული სურათი ცალ-ცალკე იყო წარმოდგენილი. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ გაყიდვების საერთო მაჩვენებელი მხოლოდ 100 ათასი ამერიკული დოლარი იქნებოდა. თუმცა, ჯგუფის თაყვანისმცემლებმა, რამდენიმე კადრისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთი სურათი, რომელზეც ჯგუფის ყველა წევრი ჩანს, 68,5 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა, მაშინ, როცა ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული ფოტო, მაქსიმუმ სამი ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100