როგორი იქნება მამლის წელი სხვადასხვა წლებში დაბადებული ადამიანებისთვის
ეს წელი წითელი ცეცხლოვანი მამლის წელია. მამალი ძალიან ჯიუტი, ფორიაქა არსებაა, რომელსაც უყვარს ყველაფრის უცებ მიღება. ამ წელს საჭიროა საკუთარი თავის ხელში აყვანა. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისაგან. იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯიუტად მიიწევს თავისი მიზნებისაკენ 2017 წელი წარმატებების წელი იქნება. თვითონ მამალი დისციპლინირებული და ენერგიულია, უყვარს მოქმედება, მაგრამ ამასვე მოითხოვს სხვებისგანაც...
ვეფხვისთვის 2017 წელი მთლად იოლი წელი არ იქნება, ამ წელს უკეთესი იქნება თუ თავს შეიკავებთ სარისკო იდეების განხორციელებისგან და ყოველგვარი ავანტიურისგან. ვეფხვმა უნდა აირჩიოს ისეთი სტრატეგია, რომლის დროსაც მუხლჩაუხრელად იშრომებს. ამ შემთხვევაში მას წარმატება ელოდება, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე ფინანსურადაც. ვეფხვს სხვა ნიშნებზე უკეთ აქვს განვითარებული ინტუიცია და თვითდამკვიდრების უნარი, რაც ძალიან დაეხმარება რთული სიტუაციების თავიდან აცილებაში. მამალს უყვარს გეგმის მიხედვით ცხოვრება, არ უყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ვეფხვს პირიქით, ის არასოდეს გაიხედავს უკან შეცდომების გამოსასწორებლად. ვეფხვებს ურჩევენ, წელს არ შეიცვალონ სამუშაო ადგილი; ვარსკვლავები პირდებიან ბევრ რომანტიკულ ურთიერთობას, თუმცა ისინი ძნელად თუ იპოვნიან ცხოვრების მეგზურს.
2017 წელს კატა-კურდღლებმა უარი უნდა თქვან ყოყმანზე. არ უნდა ამოეფარონ სხვას, პირიქით, უნდა გამოვიდნენ ჩრდილიდან და გამოავლინონ საკუთარი თავი. ამ შემთხვევაში ექნებათ წარმატებები. მთავარია, რაღაც აკეთონ და საქმე ხვალისთვის არ გადადონ. ეს წელი მათთვის წარმატებული იქნება მსხვილი პროექტების განხორციელების კუთხით. ოჯახურ ცხოვრებაში გლობალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
დრაკონი და მამალი შრომისმოყვარეობითა და მიზანსწრაფულობით ჰგვანან ერთმანეთს. 2017 წელს დრაკონს წარმატებები ელოდება, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. კარგი დროა უძრავი ქონების ყიდვისთვის, ხელშეკრულებების დადებისა და ქორწინებისთვის. ამ წელს სასურველია დრაკონმა თავი შეიკავოს შორეული მოგზაურობისაგან. უკეთესი იქნება წყნარად დაისვენოს საკუთარ ოჯახთან ერთად.
გველისათვის ცეცხლოვანი მამლის წელი ერთი მხრივ წარმატებულია, მეორე მხრივ არც თუ ძალიან, თუ გველი თავის შანსს ხელიდან არ გაუშვებს და შეამჩნევს საკუთარ ბედნიერებას, ამ შემთხვევაში მას ელოდება თავბრუდამხვევი წარმატებები საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობაში. ამ წელს გველზე დაქორწინება ყველაზე მყარ კავშირს ჩაუყრის საფუძველს მაგრამ პროფესიონალური თვალსაზრისით გველს არცთუ კარგად ექნება საქმე. უკეთესი იქნება თუ სამსახურს საერთოდ არ შეიცვლის. კარგი იქნება, თუ ოჯახში დაალაგებენ ურთიერთობებს, სასარგებლო იქნება, თუ განაახლებს გარემოს, მის ირგვლივ მაგ. ინტერიერისა და ექსტერიერის რესტავრირება...
ცხენს 2017 წელს ექნება უამრავი ახალი და სასარგებლო ნაცნობობა. სამსახურში - ყველაფერი თავისი წესითა და რიგით მიდის, რაიმე სერიოზული ცვლილებები არ პროგნოზირდება. ოჯახურ ურთიერთობაში იქნება ისეთი ბედნიერი, როგორც არასდროს. დასახულ მიზნებს სრულად განახორციელებს, ასევე განხორციელდება მისი თითქმის მივიწყებული გეგმებიც. კარგი იქნება თუ ახალ საქმეს წამოიწყებს.
თხებისთვის 2017 წელი ემოციური თვალსაზრისით არასტაბილური იქნება. სასურველია თუ პანიკაში არ ჩავარდებიან და წყნარად გადაჭრიან ყველა პრობლემას. მათთვის სასარგებლოა შეცვალონ რაიმე პირად ცხოვრებაში, ან შეიცვალონ სამსახური, სადაც შეიძლება ურთიერთობები მთლად არ აეწყოთ, მაგრამ ყველაფერი მაინც კარგად იქნება, თუ მოახერხებენ და კომპრომისს მოძებნიან, თანაც არ გაჯიუტდებიან.
მაიმუნისთვის ეს წელი სავსე იქნება ღირსშესანიშნავი თარიღებით. მაიმუნები მოახერხებენ დაალაგონ ურთიერთობები ოჯახში, რასაც მანამდე დიდხანს ცდილობდნენ უშედეგოდ. ამ წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ოჯახს, ვიდრე სამსახურს. უნდა მოუსმინონ და მხარი დაუჭირონ ახლობლებს. 2017 წელს უმჯობესია თავი შეიკავონ თავბრუდამხვევი ღამის გართობისაგან. უპირატესობა მიანიჭონ მშვიდ კულტურულ დასვენებას.
მამლისთვის ეს წელი განსაკუთრებულად წარმატებული იქნება. მათ, რასაც არ უნდა მოკიდონ ხელი, ყველაფერი გამოუვათ. 2017 წელს მამალი ბოლოსდაბოლოს დაალაგებს ურთიერთობებს სხვა ნიშნებთან, შეძლებს მიიღოს მათი მხარდაჭერა და დახმარება.
ძაღლებს 2017 წელს დიდი პერსპექტივები გადაეშლებათ. მთელი წლის მანძილზე წარმატება იქნება მათი მეგზური. ამ წელს ყველაზე სარფიან შენაძენს გააკეთებენ. ძაღლებს ურჩევენ გლობალური საკითხები შემდეგისთვის გადადონ, დაკავდნენ საკუთარი თავით და ყურადღება მიაქციონ საპირისპირო სქესს.
ღორმა-ტახი ამ წელს ძველი წყენა უნდა დაივიწყოს, აპატიოს მტერს და განაგრძოს გზა. შემდგომ ამისა მის წინ გადაიშლება ახალი ჰორიზონტები. მამლის წელს ღორისთვის სასურველია დაკავდეს შემოქმედებითი საქმიანობით, თუ შესაძლებელია, დაიწყოს წიგნის წერა, ისწავლოს დაკვრა რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, დაკავდეს ცეკვით, დაუთმოს დრო თვითგანათლებას, მოიცილოს მავნე ჩვევები და გადავიდეს სწორ კვებაზე.
ვირთხებს მოუწევთ დააკვირდნენ ვინ არის მათ ირგვლივ. ეს წელი მათთვის არის გულწრფელობის წელი. არ ღირს ენდონ განურჩევლად ყველას. ხშირად ადამიანები ისეთები არ არიან, როგორებიც ჩანან. სამსახურებრივი ამოცანების გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელონ ჯანსაღი გონებით, და არა ემოციებით. მათ მოუწევთ წავიდნენ დათმობებზე, დაიცვან სიმშვიდე და იყვნენ საღად მოაზროვნენი.
2017 წელს ხარებს მოუწევტთ აკონტროლონ საკუთარი ემოციები. ყველაფერი კარგად ექნებათ, თუ ნაკლებს ილაპარაკებენ და მეტს მოისმენენ. მამლის წელს ხარი უფრო დამკვირვებელია, ვიდრე საქმის მკეთებელი. ამ წელს ხარს მოუწევს გააკეთოს რთული არჩევანი, რაზეც დამოკიდებული იქნება მთელი მისი მომავალი.
კომენტარი