დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს გოგონა შეეძინათ
დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს მეოთხე შვილი, გოგონა შეეძინათ. ამის შესახებ ცნობა „ტვიტერში“ სულ ცოტა ხნის წინ ბექჰემების ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
ინგლისის ნაკრების ექს-კაპიტნისა და Spice Girls-ის ყოფილი მომღერლისთვის ეს უკვე მეოთხე შვილია.
გოგონა ლოს-ანჯელესში დაიბადა და 3,450 კგ-ს იწონის. დედისა და ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია.
ბექჰემების სამი ვაჟი: 11 წლის ბრუკლინი, 8 წლის რომეო და 5 წლის კრუზი „გახარებულები არიან იმით, რომ ოჯახში პატარა გოგონა გაჩნდა“, - წერს ოჯახის ოფიციალური წარმომადგენელი.
კომენტარი