სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ შევარჩიოთ შვილისთვის კარგი მამა?

გაინტერესებთ როგორი მამა იქნება თქვენი რჩეული მამაკაცი თქვენი შვილებისთვის? გადახედეთ ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს, თუ თქვენს შეყვარებულს ჩამოთვლილი თვისებები აქვს მაშინ ის კარგი მამა იქნება.

ის საიმედოა. ეს ბიჭი ცხოვრობს პრინციპით’’კაცმა თქვა- კაცმა გააკეთა.’’ის არ აგვიანებს, არ სულელობს და არასოდეს ისვრის სიტყვებს ჰაერზე. მოკლედ ეს არის მამაკაცის ტიპი რომელსაც უბრალოდ შეგიძლია მიენდო და ნებისმიერ დროს დაეყრდნო. თუ თქვენი პატარა ასეთი კატეგორიის მამაკაცთან რჩება, მშვიდად უნდა იყოთ ყოველ 5 წუთში რეკვა და გადამოწმება ყველაფერი რიგზეა თუ არა ნამდვილად არ გჭირდებათ.

ცდილობს საოჯახო საქმეებში დაგეხმაროთ, ანუ თვლის რომ ქალი ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ არის და კაცი უნდა შეეცადოს მისი ტვირთის შემსუბუქებას. თუ მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს სახლის მოპილასოსება მაშინ სადარდებელი არაფერი გაქვთ მშვიდად შეგიძლიათ ბავშვი მის იმედზე დატოვოთ. დარწმუნებული იყავით რომ სახლში დაბრუნებულს სასიამოვნოთ გაგაკვირვებთ მოწესრიგებული ბედნიერად მომღიმარი ბავშვი.

შინაური ცხოველების მოყვარულია ყავს ან როდესმე ყოლია ძაღლი, იგი მიჩვეულია სხვა არსებაზე ზრუნვას. შესაბამისად ბავშვი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მისთვის საყვარელ ადამიანზე ზრუნვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

პატარა და ან ძმა ყავს. თქვენი მეორენახევარი დიდი გამოცდილების პატრონია! თვენი პატარა კი ნამდვილად საიმედო ხელშია!

ბავშვების მოყვარულია, პატარებისთვის კი საყვარელი კუმირია. მიუხედავად იმისა რომ თქვენი მამაკაცი კარგა ხანია 30-ს გადაცდა ნუ დაგავიწყდებატ რომ ყველა ძლიერი სქესის წარმომადგენელში მუდმივად ცხოვრობს ბავშვი რომელიც არასოდეს იზრდება. ამ თვისების საშვალებით ისინი გაცილებით უკეთ ახერხებენ პატარებთან ურთიერთობას ვიდრე ქალები. ასე რომ პანიკის გარეშე თქვენს პატარას არაფერი ემუქრება, პირიქით გართობა და სასიამოვნოდ დროის გატარება ელის წინ.

მისი წყობილებიდან გამოყვანაც არც ისე იოლია. თქვენ გაგიმართლათ! მისთვის დიდი პრობლემაც ხმის ამაღლების გარეშე წყდება? თქვენს პატარას მამიკოში ნამდვილად გაუმართლა თქვენ კი მეორენახევარში.

მისთვის პრიორიტეტი სამსახური არ არის, კარიერა მნიშვნელოვანია თუმცა ღამეების ოფისში ტარება მისი ჰობი ნამდვილად არაა, როცა სახლში ბრუნება თიშავს მობილურს და ცდილობს თავისუფალი დრო ოჯახის წევრებს დაგითმოთ. ამ ტიპის მამაკაცები იდეალური მამების სიაში ნამდვილად მოიაზრებიან.

ადამიანის დარწმუნების უნარი. თუ მას შეუძლია დაგაჯეროთ რომ სარბენი ბოტასების შეცვლის დრო და საჭიროება უფროა თქვენთვის ვიდრე იმ ქუსლიანი ფეხსაცმელის რომელზეც ერთი კვირაა გაუთავებლად საუბრობთ, ის ნამდვილად შეძლებს პატარას დაყოლიებას მიირთვას ფაფა სნიკერსის მაგივრად.

გამოირჩევა კეთილი გულით. რათქმაუნდა სიკეთე უდიდესი ნიჭია მაგრამ თუ იგი ახერხებს სიკეთის ჭკვიანურად გამოყენებას, გაგიმართლათ ის ნამდვილად შეძლებს გაანებივროს და არ გააზულუქოს თქვენი პატარა.

დიდი სურვილი აქვს იყოს კარგი მამა! ეს ყველაზე მთავარია. თუ ის გეკითხებათ რჩევებს როგორ უნდა მოიქცეს პატარასთან რომ მისი გულთამპყრობელი იყოს, ის ნამდვილად საუკეთესო მამა გახდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100