არტ ინსტალაცია - ინკლუზიური არქიტექტურის მუდმივი ნიშა გრემში
პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის „პოლონეთის კულტურის პოპულარიზაცია საზღვრებს გარეთ პრომესა 2016“ ფარგლებში მიმდინარე წლის 17 მარტიდან საქართველოში, გრემში დაიწყო არქიტექტურული სემინარები "So easy / Young european design". დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარების დასკვნითი კონფერენცია, სადაც პრეზენტაციები წარმოადგინეს პოლონეთის ცნობილმა არქიტექტორებმა. ასევე წარმოდგენილი იყო პროექტის შედეგები.
SO EAS+Y სემინარს ორგანიზებას უწევს ვარშავაში არსებული განვითარების პოლიტიკის ფონდი. პროგრამის პარტნიორები არიან პოლონური სტუდიო + 48 არქიტექტურა, საქველმოქმედო კავშირი თემი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სემინარის მიზანია სივრცული პროექტის განხორციელება - არტ ინსტალაცია, როგორც ინკლუზიური არქიტექტურის მუდმივი ნიშა გრემში, საქველმოქმედო კავშირ „თემში“, სადაც შესაძლებლობაშეზღუდულ ადამიანებთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობენ უსახლკარონი, მოხუცები, მარტოხელა დედები.
პროექტის ფარგლებში სივრცული კონსტრუქციის მშენებლობასთან ერთად განხორციელდა არქიტექტურული ვორკშოფები სოციალური ინკლუზიის პრობლემაზე და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა კულტურული ჩართულობის პოპულარიზაციაზე მომუშავე პოლონეთის ახალგაზრდა და დამსახურებული არქიტექტურული სტუდიის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით.
არქიტექტორებმა სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება საზოგადოებრივ სივრცის დაპროექტებაში მათი მიღწევების შესახებ "დიზაინის ფილოსოფიის" გამოყენებით, რომლის ბენეფიციარებიც იქნებიან კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობას მოკლებული ადამიანები: ხანდაზმულები, ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
კომენტარი