სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი ფსიქიატრთან დადის - მარიამ გეგუჩაძე, პირველად, ამ თემაზე საჯაროდ საუბრობს

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი ფსიქიატრთან დადის - მარიამ გეგუჩაძე, პირველად, ამ თემაზე საჯაროდ საუბრობს და აი ნახეთ, რას წერს:

"ძალიან მრავალფეროვანი თვეა ჩემთვის ოქტომბერი. ჩემი დაბადების დღეა ( რომელიც ძალიან მიყვარს), ასევე არის პუტინის დაბადების დღე ( რომელიც ძალიან არ მიყვარს) . მაგრამ ასევე არის mentalhealth , მენტალური ჯანმრთელობის დღე, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდატეხის ასაკიდან ვებრძვი anxiety ს და დეპრესიას. ყოველ მეოთხე ადამიანს უწევს ბრძოლა ფსიქიკურ პრობლემასთან და არ უნდა მივაკრათ ამ პრობლემას სტიგმა. ნუ შეგეშინდებათ ჩვენი. (კარგად მახსოვს ბევრი ადამიანის სახე, რომლებსაც ვუთხარი, რომ ფსიქიატრთან დავდივარ)

ბევრჯერ, ახლობელი ადამიანებისგანაც კი მომისმენია კომენტარი, რომ აი ჩვენ ისეთები გამოვიარეთ და ისეთი პრობლემები გვაქვს ნანახი და შენ რა განერვიულებს. ამის გამო, ძალიან დიდი ხანი არავისთან არ ვაღიარებდი ამ ყველაფერს ( თუნდაც ჩემ ყველაზე ახლო ადამიანებთან) . დღეს როცა ამ თემაზე ბევრად უფრო გახსნილად ვლაპარაკობ მივხვდი, რომ დიდი კლუბის ნაწილი ვარ და ბევრნი ხართ, რაც არის კარგი, მაგრამ განცდა რომ მარტო არ ვარ, არ არის ცუდი.

მოვუაროთ ერთმანეთს. თქვენ კიდევ ძალიან დიდი მადლობა ჩემი დაბადების დღის გაფერადებისთვის და ამდენი კარგი ენერგიის გამოშვებისთვის. სითბო, რომელსაც მე თქვენგან ვიღებ ძალიან მათბობს". - წერს მარიამ გეგუჩაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100