სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბერთი ბანკმა ერწოში ახალი პეი ექსპრესს (PAY Express) მომსახურების ცენტრი გახსნა

ლიბერთი ბანკმა თიანეთის რაიონში, ერწოს ზონაში, კერძოდ ხევსურთსოფელში “პეი ექსპრეს” (PAY Express) მომსახურების ცენტრი გახსნა.

ახალი ცენტრი 5,000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. შედეგად, მომხმარებელს საბანკო მომსახურების მისაღებად შორ მანძილზე სიარული აღარ მოუწევს.

საბანკო მომსახურების გარდა, დღეიდან მომხმარებელს სახელმწიფო ვაუჩერების განაღდების და კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდის საშუალება ეძლევა. აღსანიშნავია ის, რომ 6 საშუალო სკოლისპედაგოგები და თანამშრომლები ხელფასის აღებას სწორედ ამ ფილიალში შეძლებენ.

საქართველოს მასშტაბით, ლიბერთი ბანკს მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს, რაც 629 მომსახურების წერტილს აერთიანებს. მათ შორის არის 274 პეი ექსპრეს (PAY Express) ცენტრი.

ლიბერთი ბანკი მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელადაც შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ამჟამად, ლიბერთი ბანკი 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100