სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯერ ქალიშვილი, შემდეგ ქორწილი - ინიესტას სიყვარულის ისტორია...

დღეს ესპანეთში გრანდიოზული საქორწილო ცერემონიალი შედგება. ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“, ევრო-2012-ის საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა, თავის რჩეულზე, ანა ორტისზე დაქორწინდება.

მათი სიყვარულის ისტორია კი ასე დაიწყო: ისინი სამი წლის წინ საერთო მეგობრების მიერ გამართულ წვეულებაზე შეხვდენენ ერთმანეთს. ინიესტამ ანას მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა. რამდენიმე თვის განმავლობაში ფეხბურთელი რჩეულთან შესახვედრად მიზეზს ეძებდა, საბოლოოდ კი როგორც იქნა მასთან შეხვედრა გადაწყვიტა და საკუთარი სურვილი ანასაც გაუმხილა. შეხვედრაზე ეს ქალბატონიც სიხარულით დათანხმდა.

შედეგად კი ანა და ანდრესი ერთმანეთს უდიდესმა გრძნობამ დააკავშირა. ანა „ბარსელონას“ თითოეულ თამაშს ესწრებოდა. წყვილი ერიდებოდა პაპარაცებს, არ სიამოვნბდათ ყურადრების ცენტრში ყოფნა, ამიტომ მათი სიყვარულის ისტორიაზე არც თუ ისე ბევრი რამ იყო დღემდე ცნობილი.

2011 წელს კი ინიესტამ განაცხადა, რომ ანა მისგან ბავშვს ელოდებოდა. ანამ და ანდრესმა გადაწყვიტეს: ისინი თავიანთ ურთიერთობას ოფიციალურ სახეს მას შემდეგ მისცემდნენ, როცა მათი ქალიშვილი პირველ ნაბიჯებს გადადგამდა.

ასეც მოხდა, ანამ და ინიესტამ, ქორწილის ორგანიზება რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. როგორც ცნობილია, დღეს გრანდიოზული საქორწილო ცერემონიალი შედგება.

სტუმართა სიაში არიან: ჩაბი, ვილა, პაული, პიკე, მესი, კასილასი და ალონსო მეორენახევრებთან ერთად. ასევე: ვისენტე დელ ბოსკე, ლუის არაგონესი, ხოსე ანტონიო კამაჩო, გვარდიოლა, ფრენკ რაიკაარდი და ლუი ვან გაალი. სტუმრების საერთო რაოდენობა 800 კაცს შეადგენს.

ცერემონიალი ერთ-ერთ უძველეს სასახლეში შედგება. ეს ყოველივე საშუალებას იძლევა, წყვილმა და მათმა სტუმრებმა თავი აარიდონ პაპარაცებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100