სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე მსუქანი ადამიანები

მეცნიერებმა დედამიწის მოსახლეობის საერთო წონა გამოთვალეს და 287 მილიონი ტონა მიიღეს, იუწყება BBC.

მკვლევარებმა, მოსახლეობის წონის მიხედვით, ყველაზე „მსუბუქი“ და „მძიმე“ ქვეყნები დაასახელეს. სიის სათავეში აშშ აღმოჩნდა. თუ ზრდასრული ადამიანის საშუალო წონა 62 კილოგრამია, აშშ-ში ეს მაჩვენებელი ერთი მესამედით მეტია და 80,7 კგ-ს შეადგენს.

„მძიმეწონიანებს“ შორის მოხვდა ქუვეითი, ხორვატია, კატარი და ეგვიპტე. მეცნიერები ადამიანების გასუქებას, ტრანსპორტით გადაადგილებას მიაწერენ. ამბობენ, რომ ფეხით ნაკლები მოძრაობა გასუქებას იწვევს.

„მსუბუქ“ ქვეყნებს შორის მოხვდა ვიეტნამი, ეთიოპია და ერიტრეა.

რიცხობრივი მაჩვენებლის მიხედვით, მძიმეწონიანთა 13% აზიაზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 61%, სწორედ აქ ცხოვრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100