სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

13 ივნისის სტიქიის გმირმა თავი მოიკლა

30 წლის ირაკლი იმნაძე აღმაშენებლის გამზირზე, 18 იანვარსგარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. თვითმკვლელობის მოტივს გამოძიება დაადგენს.
"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს:


"თბილისში ივნისის ტრაგიკული დღეები. ირაკლი და მისი მეგობარი ოთარ დავითიშვილი პირველად მოვიდნენ GSPSA - ს თავშესაფარში თავიანთ მეგობრებთან ერთად. რამდენიმე მძიმე დღე ამ კეთილი და ვაჟკაცი ადამიანების ძალისხმევით გადარჩნენ თავშესაფარში მოყვანილი ცხოველები. დღე-ღამის განმავლობაში ირაკლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად იბრძოდნენ წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად....

18 იანვარს ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს.

"მე თქვენ ყველა მიყვარხართ!" - ამ სიტყვებით გამოგვემშვიდობა ირაკლი ივნისში.“- წერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე სოციალურ ქსელში.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100