სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიციის ინფორმაციით, წალენჯიხის ცენტრში მომხდარ სისხლიან გარჩევაში "ოცნების" მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ

ოპოზიციის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკითხვაზეც კი არ იბარებს, "ქართული ოცნების" იმ წევრებს, რომლებმაც წალენჯიხაში ადგილობრივი მოსახლე სასტიკად სცემეს და დაჭრეს.

ანი წითლიძის ინფორმაციით, მერაბ კვარაცხელიას საკრებულოს ორი წევრი, დათო ბელქანია და გუგა გულორდავა გაუსწორდნენ. კვარაცხელიას ჯანმრთელობა მძიმეა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პოლიცია დამნაშავეებს ხელს აფარებს, ამიტომ ნაციონალური მოძრაობა პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე.

ანი წითლიძის ინფორმაციით, დავა ადგილობრივ მამაკაცსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის მიწის გამო დაიწყო!!! სტრატეგიული ადგილი კორუფციული გარიგებით დეპუტატების მფლობელობაში მოხვდა რასაც სისხლიანი გარჩევა მოყვა:

წალენჯიხის ცენტრში სისხლიანი დაპირისპირება და გარჩევა მოხდა წალენჯიხის საკრებულოს წევრებს შორის "ქართული ოცნებიდან", რომელშიც მონაწილეობდა წალენჯიხაში საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" დათო ბელქანია და პარტიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა. დათო ბელქანიამ და გოგა გულორდავამ ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს ადამიანები, ადგილობრივი მოსახლეები.

საქმე ეხებოდა კონკრეტულ მიწას, აღმოჩნდა, რომ წალენჯიხის ყველაზე სტრატეგიული მიწა სწორედ დათო ბელქანიას და გოგა გულორდავას მფლობელობაში აღმოჩნდა, რაც გააპროტესტა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ნაცემი არის მერაბ კვარაცხელია, რომლის მდგომარეობაც არის მძიმე, ორივე მხარე არის დაჭრილი. ეს სისხლიანი ვენდეტა მოხდა წალენჯიხის ცენტრში, რომელსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი და ნაცვლად იმისა, რომ დაწყებულიყო გამოძიება და რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ, ეგოთ პასუხი ამ სისხლიან გარჩევაზე, დღესაც კი გრძელდება ზეწოლა სუს-ის მხრიდან, პოლიციის მხრიდან იმ ადამიანებზე რომლებიც იყვნენ თვითმხილველები ამ ფაქტის", - თქვა ანი წითლიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100