სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკში და Express Bank-ში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს სასაუბრო დროს

თბილისი, 27 ნოემბერი, 2015 - მომხმარებელი, რომელიც ისარგებლებს სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურებით საქართველოს ბანკში, საქართველოს წამყვან ბანკში და Express Bank-ში, ყველაზე მარტივ ბანკში, საჩუქრად მიიღებს 5 ლარის სასაუბრო დროს. 2016 წლის 27 მარტის ჩათვლით საქართველოს ბანკსა და Express Bank-ში ნებისმიერი სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით ყოველ მესამე გაგზავნილ ან მიღებულ გზავნილზე მომხმარებელს საჩუქრად მიღებული 5 ლარის სასაუბრო დრო მობილურის ბალანსზე ავტომატურად დაერიცხება. სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით თანხის გაგზავნა ან მიღება შესაძლებელია ანგარიშის გახსნის გარეშე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ფულადი გზავნილის მიღებისას მომხმარებელი არ იხდის საკომისიოს.

საქართველოს ბანკი და Express Bank ფულადი გზავნილების ერთგულ მომხმარებელს საჩუქრებს მთელი წლის განმავლობაში თავაზობენ. ამასთან, მომხმარებელს, სწრაფი ფულადი გზავნილის მიღება შეუძლია როგორც სერვისცენტრში, ისე ტელეფონბანკით, ბანკომატით და გადახდის აპარატით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gzavnilebi.ge

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 34.7%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 32.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.9%) მიხედვით (2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.9 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 260 სერვისცენტრის, 703 ბანკომატისა და 2,284 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

Express Bank-ის შესახებ:

Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აუცილებელ საბანკო პროდუქტებს, რომლებიც, ამავე დროს, მარტივი მისაღები და ადვილი გამოსაყნებელია. Express Bank-ი ეხმარება მომხმარებელს საბანკო ისტორიის შექმნაში, რაც, მომავალში, მას მეტ შესაძლებლობას გაუხსნის. Express Bank-ი მომხმარებელს საბანკო მომსახურებას სთავაზობს 100-ზე მეტი სერვისცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში, ისევე როგორც დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით. შედეგად, მომხმარებელს ძირითადი საბანკო მომსახურების მიღება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის, გახანგრძლივებულია Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის საათებიც. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ebank.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100