ვარსკვლავების ყველაზე "ბრიყვული" გამონათქვამები ჟურნალისტებთან ურთიერთობისას...
"ბრძენი" ვარსკვლავები და მათი საოცარი გამონათქვამები
ვარსკვლავები ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ამა თუ იმ "მარგალიტი"
გამონათქვამით გვახალისებენ...
ბრიტნი სპირსი:
"იაპონიაში წასვლა
არასდროს მინდოდა, უბრალოდ,
თევზი არ მიყვარს, მე
კი ვიცი, რომ იქ, აფრიკაში(!) თევზი ძალზე პოპულარულია. მე ოკეანის გაღმა ქვეყნებში მოგზაურობას ვაპირებ, მაგალითად - კანადაში... მგონი ისევ რაღაც შემეშალა..."
ბრიყვული გამონათქვამების
ლიდერია მერაია კერის სიტყვები:
"როდესაც ტელევიზორს ვუყურებ და ამ საცოდავ, მშიერ ბავშვებს ვხედავ, ცრემლს ვერ ვიკავებ. მეც მინდა, მათსავით გამხდარი ვიყო, მაგრამ ტანჯვის, სიკვდილისა და ამის მსგავსი საშინელების გარეშე"...
ბრუკ შილდსი:
"მოწევა კლავს. და თუ თქვენ მოკლული ხართ, თქვენი ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვან ნაწილს კარგავთ".
სელინ დიონი:
"როდესაც ძმისშვილი ხელში გაკვდება, ეს ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია".
სილვესტერ სტალონე:
"ერთადერთი ბედნიერი მსახიობი - მკვდარი მსახიობია, რადგან მხოლოდ მაშინ არ იცვლება. სიკვდილის შემდეგ მე ალბათ ფუნჯი ვიქნები".
ანჯელინა ჯოლი:
"იყო თუ არა ჩემს ცხოვრებაში ისეთი მოვლენა, რომელმაც ძირფესვიანად შემცვალა, არ ვიცი, მაგრამ პირველად სექსი 14 წლის ასაკში მქონდა";
"კერძების მომზადება არ ვიცი. როდესაც ბრედს ვეუბნები, რომ კვერცხის მოხარშვას ვაპირებ, ამას მუქარად აღიქვამს".
კომენტარი