სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენით იზრდება დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობა და ანაზღაურება?

დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობისა და ანაზღაურება იზრდება. ჯანდაცვის კომიტეტის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ინიციატივა დღეს, სესიაზე, პირველი მოსმენით გადის.

"შრომის კოდექსში" შემავალი ცვლილებების მიხედვით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე იზრდება. აქედან 126 დღის ნაცვლად, ანაზღაურებადი 183 კალენდარული დღე ხდება, ხოლო მშობიარობის გართულების, ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 140 დღის ნაცვლად, 200 დღე.
რაც შეეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობას, თუკი სადღეისოდ 126 დღე 600 ლარამდე ანაზღაურდება, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 183 კალენდარული დღე 1000 ლარამდე ოდენობით იქნება ანაზღაურებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100