სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთგული ძაღლი, რომელიც 6 წელია პატრონის საფლავთან ცხოვრობს (ფოტო)

გერმანული ნაგაზის პატრონი 2006 წელს გარდაიცვლა, ერთგული შინაური ცხოველის სახელი კაპიტანი გახლავთ. პატრონის გარდაცვალებისთანავე კაპიტანი სახლიდან გაიქცა და უკვე მეექვსე წელიწადია სასაფლაოზე ცხოვრობს.

2005 წელს არგენტინელმა მიგელ გუზმანმა შვილს გერმანული ნაგაზის ლეკვი უყიდა. კაპიტანის შინ მიყვანიდან ერთ წელიწადში მიგელი გარდაიცვალა. დაკრძალვიდან დაბრუნებულ ოჯახს კი ძაღლი შინ აღარ დახვდა.

კაპიტანის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში, მიგელის ვაჟმა სასაფლაოზე მისვლა გადაწყვიტა და ერთგული მეგობარიც მამამისის საფლავთან აღმოაჩინა. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, ძაღლი პატრონის გარდაცვალებას ძალიან განიცდიდა და მიგელის საფლავს ერთი მეტრითაც კი არ შორდებოდა.

კაპიტანს ყოველდღე აკითხავენ მიგელის შვილები და მეუღლე. მისთვის საკვები და წყალი მიაქვთ. ერთგულ მეგობარს უყურადღებოდ არც სასაფლაოს დარაჯები ტოვებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100