"ამ არაკაცმა ცხოველივით მოკლა და შემდეგ უნამუსოდ თამაშობდა, თითქოს ეძებდა ანას მის მშობლებთან ერთად.."
თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეგობრები სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ: "რა ცხოველები ხართ რა ჯიშის გული არა გაქვთ?" - წერს გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის მეგობარი და ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ფოტოს აქვეყნებს.
"მეგობრებო,გთხოვთ ჩემი ანას ტრაგედიაზე თქვენს ვერსიებს ნუ წერთ და უსაფუძვლოდ ნუ გამოთქვამთ ვარაუდებს, რომ თითქოს ანასაც მიუძღვოდა რამე ბრალი ამ ყველაფერში.. ან თითქოს ლადო არის მსხვერპლი.
თუ მაინცდამაინც გინდათ რამე დაწეროთ, უბრალოდ დაგმეთ ეს საშინელება და ამ არაკაცის საქციელი, რომელმაც წინასწარ დაგეგმილად სრულიად უდანაშაულო ადამიანი სასტიკად, ცხოველივით მოკლა და შემდეგ ურცხვად, უნამუსოდ თამაშობდა, თითქოს ეძებდა ანას მის მშობლებთან ერთად.. ისე რომ სინდისმა ოდნავაც არ შეაწუხა..
დღემდე ეს უნამუსო, ცივსისხლიანი მკვლელი თავის დაძვრენას ცდილობს. ოდნავაც არ აწუხებს სინდისი და თავის საქციელს საერთოდ არ ნანობს.. ერთადერთი, რაც ამ არაკაცს და გარეწარს აწუხებს, საკუთარი თავია. ამიტომ გთხოვთ, ნუ ავრცელებთ მცდარ ვერსიებს, რომ შეიძლება ამ არაკაცის მხარეს რაღაც ოდნავი სიმართლე მაინც იყოს.." - წერს გარდაცვლილის მეგობარი.
კომენტარი