ოთხ დევნილ სტუდენტის სწავლას „ქართული ლუდის კომპანია“ დააფინანსებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობითა და ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ დახმარებით, ოთხ დევნილ სტუდენტს სწავლის პროცესში, პრობლემა აღარ შეექმნებათ.
სტუდენტებმა სწავლის საფასურის გადაუხდელობის პრობლემით სამინისტროს მიმართეს. მიღების დღეების საშუალებით მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ და პრობლემის შესახებ აცნობეს.
სამინისტროს დახმარებით საკითხი დადებითად გადაწყდა.ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ მზადყოფნა გამოთქვა შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებოდა დევნილ სტუდენტებს. ასევე, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ გამოთქვა სურვილი მუდმივად ითანამშრომლოს და მხარი დაუჭიროს სამინისტროს ამ მიმართულებით, რომელიც გულისხმობს ბიზნეს სექტორის ჩართულობას მომავალი თაობის საკეთილდღეოდ.
სოფიკო ნეფარიძე და არჩილ გიგაური სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ირაკლი ლეჟავა კი, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მეორე კურსზე სწავლობს. აფხაზეთიდან დევნილი სალომე ხვისტანი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია.
კომენტარი