სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფაუნის კვლევა ინოვაციური მეთოდით

მეცნიერებმა სამხრეთ იამალის ტუნდრაში სამეცნიერო-ბიოლოგიური ექსპედიცია მოაწყეს. ექსპედიციის მიზანი მტაცებელ ძუძუმწოვრებსა და ფრინველებზე დაკვირვება იყო. საამისოდ, მკვლევარები, ავტომატური ფოტოკამერის მეშვეობით, ინოვაციურ მეთოდს იყენებდნენ.

ფოტოხაფანგები, მთელი ნახევარკუნძულის გასწვრივ, ხუთ-ხუთი კილომეტრიც დაშორებით განთავსდა. ფოტოგადაღება ყოველ ათ წუთში ხდებოდა. ფრინველების და ცხოველების მისაზიდად, მეცნიერები ირმის ხორცს და თევზს იყენებდნენ.

2011 წლის სეზონზე, მეცნიერებმა უკვე 18173 ფოტოს გადაღება შეძლეს. ამჟამად, ამ ფოტოების ანალიზი და დამუშავება მიმდინარეობს. ავტომატური ფოტოკამერების დახმარებით, უფრო იოლადაა შესაძლებელი ტერიტორიაზე მობინადრე, სხვადასხვა მტაცებლის სახეობებზე დაკვირვება, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა და შესწავლა. პროექტის ხელმძღვანელები, კვლევის შედეგების წარმოდგენას უახლოეს სამეცნიერო კონფერენციაზე გეგმავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100