ბოლო მონაცემებით, ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში 10 ადამიანი დაიღუპა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქში, ჟანაოზენში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სისხლისღვრით დასრულდა.
ოფიციალლური მონაცემებით, დაიღუპა 10 ადამიანი. შეტაკება პოლიციასა და ნავთობის საწარმოების მუშებს შორის მოხდა.
მუშები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს შორის ბევრი სამსახურის გარეშეა დარჩენილი.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დემონსტრანტებმა დაანგრიეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აგებული ტრადიციული იურტა. თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ მათ ალყა პოლიციამ შემოარტყა და ცეცხლი გაუხსნა.
საინფორმაციო სააგენტო ''ასოშიეითიდ პრესის'' მიერ გავრცელებული ვიდეომასალაში იარაღის გასროლის ხმა ისმის, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოლიციას ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებია.
ამ დროისათვის ქალაქში დამატებითი ძალებია შეყვანილი. სიტუაციას, ძირითადად, შინაგანი ჯარის ნაწილები აკონრტროლებენ.
კომენტარი